ცოტნე ზურაბიანი: მინდა მადლობა გადავუხადო დანიის მთავრობას მხარდაჭერისა და ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის!

26 Jun 2020 00:09

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დევნილთა დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს და დანიის მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 


"დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომდგენლობის მხრიდან წყალტუბოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება - დევნილთა დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება. მინდა მადლობა გადავუხადო დანიის მთავრობას მხარდაჭერისა და ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის.


ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ევროს ფარგლებში განისაზღვრება და მოიცავს როგორც საბავშვო ბაღის შენობის აგებას, ასევე მის ინვენტარით უზრუნველყოფას.


დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყება და 2021 წლის 30 აპრილს დასრულდება."- წერს ზურაბიანი. 



კომენტარები:

ფართი შოპი