ნინო წილოსანი: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე გვესმის ტყუილები ოპოზიციის მხრიდან

26 Jun 2020 23:16

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის კითხვები, რომელიც პარლამენტის სხდომაზე  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუსვა,   პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ გეგმას და აბიტურიენტებს ეხებოდა.

 

„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დახმარების და სოციალური დახმარების პროგრამები შევიმუშავეთ, რასაც არაერთი პოზიტიური შეფასება მოჰყვა, თუმცა, მეორე მხრივ, გვესმის გარკვეული ტყუილები ამ პროგრამის გახორციელებასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა, რომ პარლამენტს და საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია, ამ ეტაპზე რამდენად ხდება ამ პროგრამების მიწოდება თითოეული ოჯახისთვის და იმ ბენეფიციარებისთვის, ვისაც ეს პროგრამა ეკუთვნის, ახალ ეკონომუკურ აქტივობაში ჩართვის მსურველ ადამიანებზე, მათ შორის, „აწარმოე საქართველო“ ახსენეთ თქვენ და  ჩაეშვება თუ არა ეს განახლებული პროგრამა წელს და რაც შეიძლება დროულად? ამასთანავე, ქონების მართვის 100 საპრივატიზაციო ობიექტი, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიუროკრატია იქნება ამ ნაწილში შესასუსტებელი და საკმაოდ დიდი პოტენციალია ამ ქონებების პრივატიზაციის კუთხით და ახალი ეკონომიკური საქმიანობების კუთხით?“- მიმართა ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას.


მან, ასევე, ხდომაზე  აბიტურიენტების მშობელთა თხოვნა გაახმოვანა:


„ყველამ ვიცით, რომ ეს წელი საკმაო სტრესთან არის დაკავშირებული. ამ ბავშვებისთვის აბიტურიენტობა, მისაღები გამოცდები და პლუს პანდემიიის რეგულაციები, რომელიც ძალიან ლოგიკურია, რომ არსებობს, თუმცა მათთვის გარკვეულ შიშის ზარს იწვევს.  მინდა, მათი სახელით გთხოვოთ, თუ არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უპირატესია, გამოცდების მიმდინარეობის პროცესში, თუნდაც  იმ პიორბებში, რომ სახელმწიფომ დამატებითი  ტექნიკური ან ფინანსური ხარჯები გავწიოთ, შესაძლებელი იყოს ამ ბავშვებს ჰქონდეთ პირბადით გამოცდების პროცესში ყოფნის საშუალება?“



კომენტარები:

ფართი შოპი