"ევროკავშირი აპირებს, 1-ელი ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოცაა" - "ლე მონდი"

29 Jun 2020 01:47

ევროკავშირი აპირებს, 1-ელი ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, დისკუსია ძალიან ხანგრძლივი იყო, თუმცა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), რომელიც წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას მიაღწია 1-ელი ივლისიდან 14 სახელმწიფოსთვის გარე საზღვრების გახსნის თაობაზე.


გამოცემის ინფორმაციით, ასე გამოიყურება იმ 14 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებიც ევროკავშირში 1-ელი ივლისიდან კარანტინის გავლის გარეშე შევლენ: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.


„ლე მონდის“ ინფორმაციით, სია შესაძლოა, ჩინეთიც დაემატოს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - თუ თავადაც დაუშვებს ევროკავშირის მოქალაქეებს.


სტატიის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შემდგომი გადამოწმების მიზნით გადაწყვეტილების გადადება მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება შეიცვალოს.



კომენტარები:

ფართი შოპი