შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

30 Jun 2020 15:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის

დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი

სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.თ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.


დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული

საშუალება „კოკაინი“, „კეტამინი“ და „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით ფულადი

თანხა -85965 ლარი ამოიღეს.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო

შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

260 -ე მუხლის 6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი