"კალაძეს ცოლი რომ მოჰყავდა - გაკაპასებული დედამთილივით ვკითხულობდით და ვარკვევდით, იყო თუ არა მისი შესაფერისი!"

29 Aug 2017 19:48

ხათუნა ხოფერია, პარლამენტის ყოფილი წევრი:



_არ ვიცი კიდევ როდის მოგვიწევს ჩვენი გაზრდილი შვილის არჩევა დედაქალაქის მერად! ჩვენი გაზრდილია! კახი ჩვენი შვილია! ჩემი, შენი, ჩემო თაობავ!
გახსოვს, რამდენი სიხარული და სიამაყე განვიცადეთ მასთან ერთად!


პატარა კალაძის მაგარი ბიჭობა, მოგებული თამაშები, მილანის კლუბში მისი გადასვლა… ისიც გემახსოვრება, ცოლი რომ მოყავდა -  გაკაპასებული დედამთილივით ვკითხულობდით და ვარკვევდით, იყო თუ არა მისი შესაფერისი. კახის ვაჟკაცების დაბადებასაც ვულოცავდით ერთმანეთს! ტკივილიც გემახსოვრება… მისი ტკივილი ხომ ყველა ჩვენგანის სადარდელი იყო…


ბრძოლაშიც ერთად ვიყავით! რეჟიმს და ცხრაწლიან ტირანიას ერთად ვამხობდით! დღეს კი, ამაყები უნდა ვიყოთ მეც, შენც, ჩემო თაობავ! იმით, რომ არაფერი შეშლია! უნდა ვიამაყოთ, რომ მართლაც კარგი შვილი გავუზარდეთ საქართველოს!


კომენტარები:

ფართი შოპი