ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

01 Jul 2020 15:04

პარლამენტმა  ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად ,  საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით   KPM დასახელდა.

 

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად  სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი  დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური   წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით  გაიხსნა.

 


კომენტარები:

ფართი შოპი