სოფო კილაძე საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლას შეხვდა

01 Jul 2020 21:00

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  ფრანგ  დიპლომატს  კომიტეტის საქმინობა გააცნო და იმ  საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც  საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

 

საფრანგეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას  და სოფო კილაძეს მადლობა გადაუხადა ბავშვთა უფლებების მიმართულებით გაწეული სამუშაოებისთვის. შეთანხმდნენ კონკრეტულ პროექტებზე კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით საფრანგეთთან ერთად, კომიტეტი  კონკრეტულ პროგრამებს  შეიმუშავებს.



კომენტარები:

ფართი შოპი