უგულავა -ელისაშვილზე: უბრალო სკანდალისტი მეგონა... ჩანასახოვანი მეგალომანიაკი ყოფილა!

30 Aug 2017 00:33

"ეს უბრალო სკანდალისტი მეგონა. თურმე ჩანასახოვანი მეგალომანიაკი ყოფილა. "მე და ხალხი"... პ.ს. ანთროპოლოგიური ქოცია. მერე რა, რომ 41-ს არ ხაზავს. აშკარად თავის პასტით დაიარება" - ასე პასუხობს ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თავის სოციალურ ქსელში.

"ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემომთავაზა - დაგეხმარებით და ხელმოწერებს შეგიგროვებთო - ზუსტად ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა იყო და სხვა არაფერი. ეს იყო დარტყმა ჩემს რეპუტაციაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალიან მოხერხებულად, მეტი კი არაფერი არ იყო. ამით ფიქრობენ, რომ მე ხმებს დავკარგავ, ვიღაცა ჩათვლის, რომ მე არიქა და, ნაციონალები მეხმარებიან ან რაღაცას ვჟღურტულებ ნაციონალებთან.

ესეც ბრძოლაა, სხვა რა გგონიათ, აბა, რისთვის განაცხადეს, მართლა ჩემი დახმარება კი არ უნდოდათ და საერთოდ არ მჭირდება ნაციონალური მოძრაობის დახმარება. ორივე მხრიდან ცეცხლი არის მეთქი გახსნილი, ამას ვგულისხმობ სწორედ - ყველა მე მებრძვის, მაგრამ არაუშავს, მე და ხალხი ამ ყველაფერს გავუძლებთ.

გიგი უგულავამ კომენტარი "ტაბულაში" გამოქვეყნებულ მასალაზე: "ელისაშვილი: ენმ-ის შემოთავაზება ჩემს რეპუტაციაზე დარტყმა იყო, ყველა მე მებრძვის”  გააკეთა.



"აიპრესი"


კომენტარები:

ფართი შოპი