დავით სონღულაშვილი გამოცემა atlantico-ს  სტატიაზე: ეს განცხადება  ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების შედეგია

02 Jul 2020 01:13

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა იმიტომ, რომ  ეს არის ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების შედეგი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ასეთი ტიპის შეფასებები“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა გამოცემა atlantico-ს სტატიათან დაკავშირებით. 


სტატიაში საუბარი, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, მაშინ როცა საქართველო არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით, არამედ ევროკავშირის მასშტაბით „კლასში საუკეთესოა“

დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველო დანიის შემდეგ მეორე ქვეყნაა საუკეთესო საინვესტიციო გარემოს კუთხით და აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გახმოვანებულა,  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.


„ევროპის მხრიდან არსებული ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, სხვადასხვა განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ თანმიმდევრულ ქმედით ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ასე თანმიმდევრულად ახორციელებს და რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, -აღნიშნა  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.



კომენტარები:

ფართი შოპი