ზაზა გაბუნიამ საარჩევნო ოლქში მშენებარე სკოლის სამუშაოები დაათვალიერა

03 Jul 2020 20:05

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ გურამიშვილის გამზირზე 114-ე საჯარო სკოლის სამუშაობები დაათვალიერა.

 

როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, 114-ე ავარიული სკოლის ადგილზე ახალი, კეთილმოწყობილი სკოლის მშენებლობა მისი დაპირება იყო და სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს.

 

ზაზა გაბუნია - “ბოლო წლების მანძილზე ეს სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო, ნაწილი ფლიგელებისა კი ნგრევის საფრთხის წინაშე იდგა და ეს სურათი  წლების განმავლობაში არ იცვლებოდა.

 

მე ცოტა ხნის წინ დავპირდი ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ აქ, 114-ე სკოლის ადგილზე აშენდებოდა ახალი, ევროსტანდარტების მქონე, მაღალი დონის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი სკოლა  და აი, ამ დაპირების შესრულების პროცესი მიმდინარეობს ახლა.“

 

ახალი სკოლის მშენებლობას ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი