თეა წულუკიანმა „შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

03 Jul 2020 22:45

„შშმ პირთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თაოსნობით ონლაინ შეხვედრა გაიმართა.


ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „შშმ პირებთა შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და  იმ სიახლეებს გაუსვა ხაზი, რომელიც მოცემული მასშტაბური რეფორმის შედეგი იქნება.


"ამ კანონს არამხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედმთელი ქვეყანა ელოდა ათეული წლების მანძილზე. კანონპროექტის შემუშავების პროცესი ბევრჯერ იყო ჩიხში შესული, თუმცა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თოსნობით ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ჯგუფი გაგვეცოცხლებინა სწორედ იუსტიციის სამინისტროში და იმ არასმთავრობო ორგნიზაციებთნ ერთად გვემუშავა,რომლებიც შშმ პირებს წარმოადგენენ ". - განაცხადათეა წულუკიანმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარე სოფო კილაძე, ამავე კომიტეტის წევრი,  რატი იონათამიშვილი და USAID- ის მისიისდირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი.


პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიცა ერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2017 წელს, სამუშაო ჯგუფის იუსტიციის სამინისტროში შექმნის შედეგად, მოცემული პროექტი მნიშვნელოვნად გადამუშავდა, მასში შეტანილ იქნა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და, მთავრობის შემადგენლობასთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს.


კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში უკვე საბოლოო მოსმენით მიიღებს. პარლამენტის მიერ კანონის პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი, პირველ რიგში,  სახელმწიფოს აკისრებს. აქვე განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები შესაბამის სფეროში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის.


სხვა ცვლილებებთნ ერთად, კანონპროექტით შემდეგი სიახლეებია გათვალისწინებული:

 

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც. 


კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და არსებული სერვისების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს.


• იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც როგორც ამ 15-წლიან პიერიოდში, ისე - მომავალშიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს დახელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.


• სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.

 

• კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში. სერვისის გაცემის დაწყება კი დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე.

 

• მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრებათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი