აკვარიუმი და ზღვაში შეჭრილი აუზი - შეკვეთილში

30 Aug 2017 20:46

შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და სასტუმრო სატესტო რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდში" განაცხადეს.


სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იქნება. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს, ზღვაში 150 მეტრზე შეჭრილ აუზს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3 500 კვადრატული მეტრი ფართობის ზამთრის ბაღს, კინოს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, წყლის გიგანტურ ტობოგანს.


სასტუმრო კომპლექსში შესაძლებელი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების ჩატარება, იფუნქციონირებს ასევე თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც ჩვენი დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწყინვალე კერძებს დააგემოვნებენ.


გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებსაც სთავაზობს.


„განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა. ჩვენს პატარა სტუმრებს, ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, ელოდებათ თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი,"-ნათქვამია ფონდის ინფორმაციაში.


სასტუმროს შეკვეთილში „თანაინვესტირების ფონდი" აშენებს და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.


კომენტარები:

ფართი შოპი