თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა

08 Jul 2020 12:46

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.


"მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.


ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.


მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა."- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



კომენტარები:

ფართი შოპი