პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

09 Jul 2020 00:14

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში

ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო

შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ

განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის

ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს

სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით

დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.


სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის

სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.


გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში

ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის

მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე

პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.



კომენტარები:

ფართი შოპი