"9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია" - საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

09 Jul 2020 15:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცოების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:


"დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.           


ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.


გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.


შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები. "- ნათქვამია განცხადებაში.



კომენტარები:

ფართი შოპი