საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers ჩაატარებს

13 Jul 2020 16:44

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს  საერთაშორისო  აუდიტორული კომპანია  PricewaterhouseCoopers ჩაატარებს. 

 

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს, შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

 

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი  მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი  Deloitte  Touche-მა განახორციელა.  წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ




კომენტარები:

ფართი შოპი