შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს
დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ.
ხაშურში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის
სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური
შეურაცხყოფა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ
ძალადობას გულისხმობს.