ანტონიო გუტერეში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო შეშფოთებულია

14 Jul 2020 14:18

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე ორმხრივი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.


„გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან,“- აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო, რასაც 3 აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.



კომენტარები:

ფართი შოპი