ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, მისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელია და არ გონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო.
„მგონი, ეს ადამიანი უკვე გაორებულია და კონცენტრაცია უჭირს, უკრაინაში იმყოფება, უკრაინის მოქალაქეა და განცხადებებს აკეთებს საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში. მესმის, რომ შეიძლება, თავის თავში ხედავდეს იმის ძალას, როგორც აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ის არის სამწუხაროდ პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელი. ამდენად, არ მგონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ“,- აღნიშნა კობერიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.