ვახტანგ ჭარაია: საერთაშორისო ექსპერტები მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ

14 Jul 2020 15:18


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს, განაცხადა, რომაღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები, ბევრი მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ რამეში ეთანხმებიან.


მისი თქმით, ამ ეტაპზე იმართება პირველადი შეხვედრები, რის შედეგადაც დოკუმენტი კიდევ უფრო დაზუსტდება.


„იყო ახალი შემოთავაზებებიც, საუბარი იყო მათ შორის იმაზეც, თუ რა არის ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში, როგორც კვალიფიციური ძალა, ფინანსურ რესურსთან წვდომა, ასევე, გამოიკვეთა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის საკითხი. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რომელ დარგებზე უნდა გააკეთოს აქცენტი საქართველომ დღევანდელ რეალობაში თუ პოსტკოვიდ მდგომარეობაში, პირობითად ეს იქნება მაღალტექნოლოგიური დარგები თუ ის ტრადიციული დარგები, რომელიც უკვე განვითარებული გვაქვს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.



კომენტარები:

ფართი შოპი