თეირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო, კარანტინის ზომები გაამკაცრეს

14 Jul 2020 15:38

თეირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე კარანტინის ზომები გაამკაცრეს.


დედაქალაქში დაიკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, სემინარიები, ბიბლიოთეკები, სილამაზის სალონები, მეჩეთები, კინოთეატრები და თეატრები.


„BBC"-ის ინფორმაციით, ასევე დროებით შეჩერდა სოციალური, კულტურული და რელიგიური ღონისძიებები
ირანში „კოვიდ-19“-ით ბოლო დღის განმავლობაში 203 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსი 2 349 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 13 032 შემთხვევაა გამოვლენილი.



კომენტარები:

ფართი შოპი