"გულით ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს მამაცი, კეთილშობილი, უდედმამოდ გაზრდილი ბიჭი მიიღოს მაშველთა რიგებში!"

31 Aug 2017 13:47

ნინო ჯღარკავა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:


_საოცარი ისტორიებით დახუნძლული ვემშვიდობები გონიოს, განსაკუთრებით ერთმა ისტორიამ შემძრა და მინდა თქვენც მოგიყვეთ. ივლისში შტორმის დროს 19 წლის წყალბურთელი ბიჭი მეგობრებთან ერთად ნასვამი ზღვაში შევარდა, ბინის მეპატრონე მოხუცი კაცი ყვირილით მისდევდა თურმე ბიჭებო არ შეხვიდეთ ზღვა არ დაგინდობთოო, ბაბუუ ჩვენ წყალბურთელები ვართ ზღვა რას მოგვერევაო...


მაშველი მაშინვე შეყვა ბიჭებს წყალში,ერთი გადაარჩინა, მეორეს ვეღარ უშველა, თურმე ეხვეწებოდა ხელი მომკიდე მეც დაღლილი ვარ, მაგრამ იქნებ ერთად გადავრჩეთოო ,იმ საცოდავმა შეხედა თურმე მაშველს თვალებში და წადიი შენც დაიღუპებიოო და ზღვამ წაიღოო მისი სიცოცხლე, მაშველიც საფრთხეში აღმოჩნდა ვეღარ გამოდიოდა ნაპირზე, ამ დროს იქვე რესტორნიდან პატარა ბიჭი გამოვარდა, შევარდა ზღვაში და მაშველის სიცოცხლე იხსნა, ის პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში გაზრდილი გიორგი შარაძე აღმოჩნდა, რომელიც რესტორან "გონიო-ინში" მზარეულად მუშაობდა.


დღეს გიორგი შარაძე მაშველის შვილის ნათლიაა, გიორგის ოცნება კი მაშველობაა, არ ვიცი ჩემი პოსტი დაეხმარება თუ არა მას მომავალი სამსახურის ძიებაში, მაგრამ გულით ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ეს მამაცი, კეთილშობილი, უდედმამოდ გაზრდილი ბიჭი მიიღოს მაშველთა რიგებში, გონიოში ამ ისტორიას დღემდე უცრემლოდ ვერ ყვებიან, ყველამ იცის მზარეული ბიჭის მამაცობა და თავგანწირვა.


ღმერთო გვიმრავლე ასეთი ახალგაზრდები!


კომენტარები:

ფართი შოპი