მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს თხოვენ დაიცვას ოჯახი„მთავარი არხის“ ბულინგისგან

14 Jul 2020 15:46

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან.


„სახალხო დამცველს შეხვდნენ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მშობლები. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მათ ომბუდსმენთან დააფიქსირეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, რომ ელოდებიან საბოლოო შედეგებს და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ. ვგულისხმობ ბრალდებების წარდგენას იმ ადამიანების მიმართ, რომელზეც ცოტა ხნის წინ ოჯახმა გამოხატა პოზიცია. პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემატური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი