უილ სმიტის მეუღლემ აღიარა, რომ ქმარს უღალატა

14 Jul 2020 16:35

"SkyNews"-ის გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ჯადა პინკეტ სმიტმა აღიარა, რომ უილ სმიტს უღალატა. 


გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მსახიობმა თავის Facebook-გადაცემაში Red Table Talk ისაუბრა, მასთან ერთად ეთერში უილ სმიტი იჯდა. ქმართან საუბრისას, დაადასტურა, რომ მომღერალ ავგუსტ ალსინთან ჰქონდა, მაშინ როცა მეუღლეებმა ურთიერთობაში პაუზა აიღეს.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.


პირველმა ამის შესახებ თვითონ ალსინამ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ უილ სმიტმა მას ჯადასთან რომანის ნებართვა მისცა. მაშინ ჯადამ ეს ინფორმაცია უარყო.


უილი და ჯადა 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ 2 შვილი ჰყავს.



კომენტარები:

ფართი შოპი