ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ - რა გახდა შემთხვევის მიზეზი

14 Jul 2020 16:57

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ.


სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.


შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.


ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ცუდი ხილვადობის მიუხედავად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.



კომენტარები:

ფართი შოპი