თურქეთში ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14 Jul 2020 17:54

თურქული მედიის გავრცელებული ინფომაციით, სოფელ იუსუფელში მოვარდნილი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 3 დაკარგულს კი ეძებენ.


თურქულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით, საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა.


ჰაბერ თურქის ცნობით, კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის ადგილას ამ დროისთვის  სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და დაკარგულებს ძაღლების დახმარებით ეძებენ.


ფეისბუქში ზოგიერთი ადამიანი წერს, რომ ბუნებაში უხეში ჩარევა იწვევს მსგავს ეკოლოგიურ კატასტროფებს. ფოტომასალების მიხედვით, დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ზონაში თურქეთის სახელმწიფო დერინერის კაშხლებს აშენებს.



კომენტარები:

ფართი შოპი