"28 წლის ასაკში ცხოვრება თავზე დამენგრა, ეს დიდი ჩირქი და ყველაზე დიდი სასჯელია" - ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

31 Aug 2017 15:47

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.


დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.


www.palitranews.ge



კომენტარები:

ფართი შოპი