დავით ჭიჭინაძე: ჯერ კიდევ საგანგებოს გამოცხადებას მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში

14 Jul 2020 20:18

„პარლამენტში ცვლილებეზე მსჯელობენ, რომლის მიღების შემთხვევაშიც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდება.

მაგრამ რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონა ვირუსით კი არა, შიმშილით დაგვეხოცებიან!“ - წერს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ჯერ კიდევ საგანგებოს გამოცხადებას მოჰყვა საკმაოდ მძიმე შედეგები ეკონომიკაში, რომელსაც „ოცნების“ მთავრობა არ ითვალისწინებს.


„ამ გადავადებებით კი, მართლაც უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ.

რადგან, პრემიერმა გახარიამ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ მისი განცხადება, რომელიც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ორჯერ გააკეთა, ადამიანებისთვის იმის გარანტი მაინც გამხდარიყო, რომ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მართლა პროცენტის დარიცხვის გარეშე გადაევადებინათ სესხები შემოსავლების გარეშე დარჩენილილი მოქალაქეებისთვის.

ამიტომ, მივმართე უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომ იქნებ პარლამენტმა მაინც გაითვალისწინოს ადამიანების მდგომარეობა და იძულების წესით მოხდეს ფორს-მაჟორის ამოქმედება, თორემ მართლა ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, მართლა შიმშილით დაგვეხოცებიან ადამიანები“, - წერს ჭიჭინაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი