სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვარკეთილის ბაზრობის ხანძრისგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

14 Jul 2020 20:29

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ 15 ივნისის საღამოს, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ირაოს“ მხრიდან ჯამურად 1.5 მილიონი ლარის ოდენობის თანხა ანაზღაურდება.


კომპანიის ცნობით, კომპენსაციას ჯამში დაახლოებით 315 მეწარმე, 465 კომერციულ ობიექტზე მიიღებს.


„პროცესის შედეგად უკვე დადგინდა ინფორმაცია ობიექტებში ხანძრის შედეგად განადგურებული პროდუქციის ღირებულების შესახებ. ამ დროისთვის დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, უკვე დარეგულირდა 149 კომერციული ობიექტის ზარალი და 13 ივლისს, ანაზღაურების პირველ ეტაპზე, „ირაომ“ 97 მეწარმეს გადაურიცხა შესაბამისი კომპენსაცია, ჯამურად 299 395 ლარის ოდენობით.

ანაზღაურების შემდეგი ეტაპი დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იგეგმება. ანაზღაურების მეორე ეტაპზე 178 კომერციული ობიექტის შესაბამისი ზარალის ანაზღაურებას, 114 მეწარმე მიიღებს, ჯამურად 431 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, დარჩენილია ობიექტები, რომელთა ზარალის შეფასება კვლავ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ხდება ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოგროვება. „ირაოს“ მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია დაზარალებულ მოიჯარეებთან. ვარკეთილის ბაზრობა სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ მიერ დაზღვეული იყო „მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ ფარგლებში“, – განმარტავენ კომპანიაში.



კომენტარები:

ფართი შოპი