დიმიტრი პესკოვი: რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციით შეშფოთებულია

14 Jul 2020 21:08

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაციით შეშფოთებულია.


"შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისკენ მოვუწოდებთ, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


მისივე თქმით, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზადაა. „შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ.

როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა შუამავლობისთვის,“- განაცხადა განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.



კომენტარები:

ფართი შოპი