ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი პრობლემებს შეუქმნის უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს უქმნიდა პრობლემებს.
„მე მგონი, ის მალე მიაღწევს იმას, რომ უკრაინასაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება საქართველოსთან ურთიერთობაშიც და საერთაშორისო არენაზეც. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამას გაცილებით მალე მიხვდებიან, ვიდრე საქართველოში მიხვდნენ“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელმა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.