„შრომის კოდექსში“ ცვლილებების ავტორის, დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
„ალბათ, ეს არის ისტორიული პროცესის დასაწყისი. საქართველოში ახალი სახის ურთიერთობები უნდა შევქმნათ დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. დასაქმებული სამუშაო ადგილზე უნდა იყოს დაცული, მისი სამუშაო პირობები ღირსეული უნდა იყოს”, – განაცხადა დიმიტი ცქიტიშვილმა.
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები 90 მომხრე ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
კანონპროექტი შრომით ურთიერთობებში ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე ანაზღაურებადი შვებულებისა და სხვა საკითხების შესახებ.