რატი იონათამიშვილი: სააკაშვილს არ გააჩნია პოტენციალი ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს

14 Jul 2020 21:37

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების პოტენციალი და რესურსი არ აქვს.


„ეს ადამიანი იმდენად დეგრადირდა, რომ დღეს მის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება საკმაოდ უხერხულია. მას არ გააჩნია, არც იმის პოტენციალი და რესურსი, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს, უბრალოდ, ფაქტი არის ერთი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი და რაც უფრო იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი