დიმიტრი ცქიტიშვილი: სააკაშვილის განცხადებების გამო, უკრაინასთან ურთიერთობები არ უნდა დავაზიანოთ

14 Jul 2020 21:53

დამოუკიდებელმა დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადეით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო მაღლა უნდა დადგეს, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებია.


„სააკაშვილის განცხადებების გამო ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობები არ უნდა დავაზიანოთ, როგორიც უკრაინა არის. გვჭირდება ინტენსიური თანამშრომლობა უკრაინასთან ყველა იმ საკითხზე, რაც ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია. ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს, რასაც სააკაშვილი აკეთებს. მათთვის არის დისკომფორტი განცხადებები და სააკაშვილის ჰიპერაქტიურობა ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოსთან ურთიერთობების დააზიანონ“, – განაცხადა დავით ცქიტიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი