„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

14 Jul 2020 21:59

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. 

პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა.


ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.



კომენტარები:

ფართი შოპი