გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, რომელიც შსს-ში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებული გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის ცნობილი.
„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის. გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ველოდებით. არც ერთ კონკრეტულ თემაზე მე დღეს არ ვსაუბრობ.
ამირხანაშვილის ახალ ჩვენებაში არ ვერკვევი. ჯერჯერობით ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს. თუ რაიმე პრეტენზია წარმოიშვება, მოგმართავთ და გეტყვით, რომ დაგვეხმაროს ხალხი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შსს-ში საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატებიც არიან მისული.