ბენქსის მოპარული ნახატი იტალიიდან საფრანგეთში დააბრუნეს

14 Jul 2020 22:28

France 24-ის ცნობით,, ბრიტანელი მხატვრის, ბენქსის ნახატი, რომელიც იტალიაში აღმოაჩინეს, საფრანგეთში დააბრუნეს.


იტალიის პოლიციამ ქალაქ აკვილას მახლობლად იპოვა პარიზული თეატრ „ბატაკლანის“ კარი, რომელიც 2015 წლის ტერაქტის მსხვერპლთა სამახსოვროდ ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ მოხატა. ბენქსიმ გრაფიტი 2018 წლის ივნისში შეასრულა, თეატრის კარი კი უცნობმა პირებმა 2019 წლის იანვარში მოიპარეს. მოპარული კარის კვალზე გამოძიება იტალიელი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიების საშუალებით გავიდა.


ბენქსის ნამუშევრების ფასი აუქციონებზე რამდენიმე ათეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მერყეობს.


2015 წლის 15 ნოემბერს „ბატაკლანის“ თეატრსა და პარიზის კიდევ რამდენიმე წერტილში ერთდროულად განხორციელებულმა ტერაქტებმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



კომენტარები:

ფართი შოპი