დღეს სპეცრეისით ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

15 Jul 2020 12:09

დღეს ბარსელონადან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისი შესრულდება. ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.


თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით დღის 11:55 საათზე გაფრინდება.


ფრენას, ქართული ავიაკომპანია ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 22:25 საათზე დაბრუნდება.


საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.


საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, „მაივეი ეარლაინს“-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.


საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 17 ივლისს რომის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.



კომენტარები:

ფართი შოპი