საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15 Jul 2020 12:23

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 


მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 873-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.



კომენტარები:

ფართი შოპი