პაატა იმნაძე: ერთი ახალი პაციენტის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

15 Jul 2020 12:34

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია", - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.


„სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ საბედნიეროდ ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლები საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 



კომენტარები:

ფართი შოპი