აშშ-ში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 900 ინფიცირებული კი - გარდაიცვალა

15 Jul 2020 12:38

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 900 ინფიცირებული კი - გარდაიცვალა.


„CNN"-ის ცნობით, ეს ქვეყნისთვის ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.


ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 431 574 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 136 466 შეადგინა.


აშშ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.



კომენტარები:

ფართი შოპი