აზერბაიჯანის შენაერთებმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს

15 Jul 2020 12:47

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კადრებს ავრცელებს, რომელშიც მათი განმარტებით, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტის განადგურებაა ასახული. 


„თოვუზის რეგიონის მიმართულებით განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების დროს, ჩვენმა შენაერთებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 


წუხელ, გვიან ღამით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სიტუაცია თოვუზის მიმართულებით შედარებით წყნარია. 


შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. 



კომენტარები:

ფართი შოპი