სოზარ სუბარი: გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების დაძაბვაა

15 Jul 2020 12:59

პრემიერის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ გარვკეული მედიასაშუალებების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი მიზანი არჩევნებამდე საზოგადების მაქსიმალური დაძაბვაა.


„ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთი მიდგომით საკუთარი დანაშაულების გადაფარვას ცდილობენ. მათ აწუხებთ მათ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და უნდათ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოს დღევანდელობაში, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“, რომ თქვან ტანა თქვან: „აი მარტო ჩვენ არა, ისინიც იგივეს აკეთებენ“. ეს არ გამოვა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. 17 ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.




კომენტარები:

ფართი შოპი