მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია

15 Jul 2020 13:42

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.


„4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულის რიცხვი 3-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა. 

ჩვენს ცენტრში 1 გამოჯანრთელდა, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, სამივე იმპორტირებული - ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან და ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარება საშუალო სიმძმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი