სალომე ზურაბიძვილი: საქართველომ საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალის გაზრდაზე უნდა იმუშაოს

15 Jul 2020 15:13

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 


„საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს. ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ, რამდენი ხანია, ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელია, რომ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.




კომენტარები:

ფართი შოპი