ეკატერინე ტიკარაძე: ერთობლივად უნდა შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია

15 Jul 2020 15:22

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა.


„საქართველო მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. თუ რამდენად მოახდინა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, ეს არის უკვე ქვეყნის გადაწყვეტილება, რამდენად სერიოზულად აღიქვეს მათ ის საფრთხეები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა. მაგრამ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ვეძებოთ ბრალდებულები, დღეს არის მხოლოდ რაციონალური ნაბიჯების დრო და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ და დავძლიოთ პანდემია“, - განაცხადა ტიკარაძემ.


აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ მსოფლიოს ის სჭირდება.




კომენტარები:

ფართი შოპი