რუსეთში, 24 საათში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 156 ადამიანი გარდაიცვალა

15 Jul 2020 15:30

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 746 369-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 156 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 11 770-ს მიაღწია.


ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 523 249 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 10 424 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.




კომენტარები:

ფართი შოპი