რომან გოცირიძე: „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება

15 Jul 2020 15:34

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პოლიტიკური გაერთიანებიდან მათი გასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არის „ძალა ერთობაშიას” ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად „ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გასვლას.


„ძალა ერთობაშია” იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება. შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”. შეუძლებელია „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობით შენარჩუნება. ასე რომ გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.


არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობი“ წევრებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.



კომენტარები:

ფართი შოპი