ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების მიმართ დავალიანება არ გვაქვს, სახელმწიფო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს

15 Jul 2020 16:02

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება არ აქვს, სახელმწიფო კლინიკების მიერ შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებს.


„დღეს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე არის შესაძლებლობა, მათ თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. ვთვლი, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი