"ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„რიგგარეშე სესია გადატვირთულია. პირველ რიგში, მადლობას გიხდით კომიტეტებს. გუშინ ღამის პირველ საათზე დასრულდა კომიტეტის ბოლო სხდომა. სხვათა შორის, ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო და ახლა გვსაყვედურობენ, პარლამენტი ამდენ კანონპროექტზე რატომ მუშაობსო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.